FCA ვებგვერდის გამოყენების პირობები
ბოლო განახლება: 2021 წლის 6 აპრილი
FCA-ს ვებგვერდების გამოყენების პირობები („პირობები“ ან „შეთანხმება“) ვრცელდება FCA ვებგვერდების გამოყენებაზე, მათ შორის www.mopar.com, https://connect.jeep.com/us/en/login, www.driveuconnect.com, www.jeep.com, www.chrysler.com, www.fiatusa.com და ნებისმიერი სხვა FCA-ს ვებგვერზე, ვებგვერდი ან ონლაინ სერვისი (მობილური აპლიკაციის ჩათვლით), რომელიც მოიცავს ამ პირობების ბმულს, ასევე ნებისმიერ ინფორმაციას, შინაარსს, სერვისს, ანგარიშებს (გარდა ქვემოთ აღწერილისა) ან ფუნქციებს, რომლებსაც FCA თქვენთვის ხელმისაწვდომს გახდის ამ ვებგვერდის მეშვეობით (თითოეული „ვებგვერდი“ და ერთობლივად"ვებგვერდები").
- „FCA“, „ჩვენ“ და „ჩვენი“ გულისხმობს FCA US LLC-ს და ეხება FCA-ს და მის თანამშრომლებს, დირექტორებს, ოფიცრებს, კონტრაქტორებს, ქვეკონტრაქტორებს, კონსულტანტებს, წარმომადგენლებს და აგენტებს.
- „თქვენ“ და „თქვენი“ ეხება იმ პირს, რომელიც სტუმრობს ან იყენებს ვებგვერდს.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პირობები, რადგან ეხება მნიშვნელოვან ინფორმაციას იურიდიული უფლებების, დაცვის საშუალებებისა და ვალდებულებების შესახებ. ამ პირობების მიღებით და/ან რომელიმე საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ყველა ამ პირობის დაცვას და ვალდებულებას. თუ არ ეთანხმებით ამ პირობების ყველა დებულებას, თქვენ არ ხართ უფლებამოსილი ისარგებლოთ ვებგვერდით.
შენიშვნა: ეს პირობები შეიცავს დავის გადაწყვეტასა და საარბიტრაჟო დებულებას (ნაწილი 13), მათ შორის კლასობრივ ქმედებაზე უარის თქმას, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს უფლებებზე ამ პირობების შესაბამისად და თქვენთან დაკავშირებული დავებზე. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ სავალდებულო ინდივიდუალურ არბიტრაჟზე, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ.
თქვენი იურიდიული შესაძლებლობა იმისათვის, რომ მიიღოთ ეს შეთანხმება
- თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის, როგორც ეს განსაზღვრულია თქვენი შტატის ან პროვინციის კანონმდებლობითი მისათვის, რომ აიღოთ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებ. გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი მოწმობა, რომ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას და გაქვთ ამის ქმედუნარიანობა.
- თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, მაგრამ ხართ მინიმუმ 15 წლის („არასრულწლოვანი“), თქვენ წარმოადგენთ, აცნობიერებთ, ეთანხმებით და ადასტურებთ, რომ იღებთ ამ ხელშეკრულებაში დადგენილ ვალდებულებებს თქვენი მშობლის ან კანონიერი მეურვის ნებართვით.
- თუ თქვენ ხართ არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი მეურვე, თქვენ იღებთ პასუხსმგებლობას და ეთანხმებით, რომ არასრულწლოვანი შეასრულებს ხელშეკრულების პირობებს და რომ სრულად აგვინაზღაურებთ ზარალს თუ არასრულწლოვანი არ შეასრულებს ამ შეთანხმებას.
FCA იტოვებს უფლებას შეცვალოს ვებგვერდები ან პირობები ნებისმიერ დროს ჩვენი შეხედულებისამებრ.
- ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით შეტყობინების სახით ელექტრონულად ან იმ საკონტაქტოზე, რაც თქვენ მოგვაწოდეთ.
- თუ თქვენ განაგრძობთ საიტ(ებ)ის გამოყენებას ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ან სხვაგვარად ეთანხმებით ცვლილებას, ცვლილება გახდება პირობების ნაწილი ცვლილების ძალაში შესვლიდან.
- თუ თქვენ არ ეთანხმებით მსგავს ცვლილებებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ საიტი(ებ)ის გამოყენება.
- თუ თქვენ არ შეწყვეტთ საიტ(ებ)ის გამოყენებას საიტ(ებ)ის ან პირობების ცვლილების შესახებ შეტყობინების თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მაშინ თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ცვლილებას .
- დროდადრო უნდა გადახედოთ პირობებს (მათ შორის ძალაში შესვლის თარიღს) და მოქმედ პოლიტიკას, ასევე სხვა დოკუმენტებს, რათა გაიგოთ პირობები საიტის შესახებ.
- თუ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებას, თქვენი ერთადერთი საშუალებაა არ გამოიყენოთ საიტები.
- პირობების ასლის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ FCA-ს ნომერზე 800-800-2813.
1. .ამ პირობების ფარგლები
ეს პირობები არეგულირებს თქვენს წვდომას და საიტების გამოყენებას. გარკვეული სერვისები, რომლებიც შეიძლება თქვენთვის ხელმისაწვდომი იყოს ერთ-ერთი საიტის მეშვეობით, შეიძლება მოითხოვდეს ცალკე რეგისტრაციას და თქვენგან წესები და პირობები („მომსახურების პირობები“)-ის ცალკეულ დადასტურებას. მაგალითად, დაკავშირებულ სერვისებზე თქვენი წვდომა და გამოყენება მოითხოვს, რომ დაარეგისტრიროთ დაკავშირებული სერვისების ანგარიში, რომელიც ექვემდებარება FCA-ს დაკავშირებული სერვისების მომსახურების პირობებს (ხელმისაწვდომია მომსახურების პირობებში). თუ თქვენ ყიდულობთ, წარადგენთ შეკვეთას ან მოითხოვთ შეფასებას ერთ-ერთი საიტის მეშვეობით, დამატებითი სერვისის პირობები შეიძლება გავრცელდეს თქვენს შეძენაზე, შეკვეთაზე ან მოთხოვნაზე. თუ არსებობს კონფლიქტი წინამდებარე პირობებსა და მომსახურების მოქმედ პირობებს შორის, სერვისის ცალკეული პირობები არეგულირებს თქვენს წვდომას და სერვისების გამოყენებას. თუ თქვენ არ გაქვთ გამოწერილი შესაბამისი სერვისები ან არ დაეთანხმებით შესაბამის სერვისის პირობებს, თქვენ შეიძლება ვერ შეხვიდეთ და ვერ გამოიყენოთ საიტები ან საიტების გარკვეულ მახასიათებლები.
2. ანგარიში
გარკვეული სერვისების წვდომისთვის და გამოსაყენებლად, შეიძლება დაგჭირდეთ რეგისტრაცია და ანგარიში. თუ სერვისები რეგულირდება მომსახურების ცალკეული პირობებით, მაშინ ეს სერვისები და ნებისმიერი შესაბამისი ანგარიში რეგულირდება ამ სერვისის პირობებით. თუ არ არსებობს მომსახურების ცალკეული პირობები, რომლებიც ვრცელდება შესაბამის სერვისებზე ან ანგარიშზე, მაშინ თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით შემდეგს:
- თქვენ შეიძლება მოგეთხოვოთ, რომ შექმნათ მომხმარებლის ID და უნიკალური პაროლი თქვენს მიერ გარკვეული საიტების ან სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით;
- თქვენი ანგარიშის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენი შეხედულებისამებრ დავამტკიცოთ ან უარვყოთ მოთხოვნილი რეგისტრაცია;
- ანგარიშის შექმნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ შეტყობინებები თქვენს ავტომობილთან და იმ სერვისებთან დაკავშირებით, რომლებსაც FCA გაწვდით, ინფორმაცია სესაძლოა გამოგეგზავნოთ ანგარიშის მეშვეობით, ან თქვენს მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე;
- თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ანგარიშის შექმნისას მუდმივად ინახება;
- შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი პაროლის გამოგზავნა თქვენი ანგარიშის ავთენტიფიკაციისთვის და ნება დართოთ თქვენს ანგარიშს ან საიტს ან სერვისს ურთიერთქმედებდეს და გააზიარონ ინფორმაცია სერვისებთან ან ფუნქციებთან, შინაარსთან ან აპლიკაციებთან, რომლებიც მოწოდებულია საიტებზე ან სერვისების მეშვეობით;
- ნებისმიერს, ვისაც აქვს წვდომა თქვენს პაროლზე, შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს ანგარიშზე, მათ შორის, საიტების ან სერვისების მეშვეობით;
- ჩვენ არ ვართ ვალდებული გამოვიკითხოთ ვინმეს უფლებამოსილება, როფესაც სხვა პირი იყენებს თქვენს პაროლს ან სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის საიტებზე წვდომისთვის ან მათ გამოსაყენებლად;
- თქვენ ხართ სრულად პასუხისმგებელი (i) თქვენი ანგარიშის და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე, (ii) ყველა აქტივობა, რომელიც ხდება თქვენი ანგარიშის და პაროლის გამოყენებით, და (iii) პირობების დაცვა ნებისმიერი მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებით;
- თქვენ არ უნდა გააზიაროთ პაროლი და არ მისცემთ სხვას წვდომა თქვენს ანგარიშზე, რადგან შესაძლოა საფრთხე შეექმნას თქვენი პაროლის ან ანგარიშის უსაფრთხოებას;
- გთხოვთ შეგვატყობინეთ, თუ თქვენი ანგარიშის პაროლი დაგავიწყდებათ, ან ეჭვს მიიტანთ, რომ სხვა იყენებს თქვენს მონაცემებს, თუ მოხდა თქვენი ანგარიშის ან პაროლის არაავტორიზებული გამოყენება, ან თუ შეიტყობთ უსაფრთხოების წესების სხვა დარღვევის შესახებ
3. ლიცენზია
- აღნიშნულ პირობებთან თქვენი შესაბამისობის გათვალისწინებით, ჩვენ გაძლევთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, პერსონალურ, არასავალდებულო და არატრანსფერულ ლიცენზიას საიტებზე წვდომასთან დაკავშირებით, მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული მიზნებისათვის.
- საიტების გამოსაყენებლად, თქვენ უნდა სარგებლობდეთ ინტერნეტით თქვენი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის მეშვეობით.
- ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ საიტები თავსებადია თქვენს კომპიუტერთან ან მობილურ მოწყობილობასთან.
- ზემოაღნიშნული ლიცენზიის გაცემა არ არის საიტების ან მათი ნებისმიერი ასლის გაყიდვა და ჩვენი მესამე მხარის ლიცენზიანტები ან მომწოდებლები ვინარჩუნებთ ყველა უფლებას, სახელწოდებას და ინტერესებს საიტებზე
- საიტებზე წვდომა ნებადართულია ჩვენი შეხედულებისამებრ. კანონით გათვალისწინებული ზომებით, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ, შევზღუდოთ ან შევაჩეროთ ეს ლიცენზია ნებისმიერ დროს თქვენთვის შეტყობინების გამოგზავნის გარეშე.
- ეს ლიცენზია ავტომატურად იწურება წინამდებარე პირობების შეწყვეტისთანავე.
- გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის მოცემული წინამდებარე პირობებში. ყველა უფლება, რომელიც არ არის მინიჭებული წინამდებარე პირობებში, დაცულია FCA-ს მიერ.
4. გამოყენების შეზღუდვები
თქვენ არ იყენებთ საიტებს სხვა მიზნებისთვის. თქვენ ეთანხმებით, რომ არ გააკეთებთ ან არ შეეცდებით გააკეთოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან:
- გამოიყენოთ საიტები ნებისმიერი აქტივობისთვის, რომელიც არღვევს კანონს ან მესამე მხარის კანონიერ უფლებებს, არის შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური დამღუპველი, უხამსი ან სხვა პირის კონფიდენციალურობის დამრღვევი.
- გამოიყენოთ საიტები ნებისმიერი თაღლითური აქტივობის ჩასართავად ან გასაადვილებლად, თაღლითობის ჩასადენად ან ფიშინგის სქემებში, გაყალბებაში ან სხვა მსგავსი მონაცემების მანიპულაციისთვის;
- გამოიყენოთ საიტები იმ მონაცემების გასაგზავნად ან შესანახად, რომლებიც არღვევს იურისდიქციაში დაფუძნებულ ნებისმიერი ფიზიკური ან სუბიექტის უფლებებს;
- საიტების დაზიანების, გამორთვის, გადატვირთის მზნით;
- რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს, უარყოფითად იმოქმედოს ან შეაფერხოს სხვა მომხმარებლების საიტების სრულად გამოყენება, ან უარყოფითად იმოქმედოს საიტების ან FCA-ის ან მესამე მხარის ქსელის ფუნქციონირებაზე.
- გვერდის გამორთვა, შეფერხება, შეზღუდვა ან გატეხვა საიტების ან FCA-ის ანმესამე მხარის ქსელის, რაც ეწინააღმდეგება კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებას, წვდომის კონტროლს ან საავტორო უფლებების დაცვას;
- ნუ გამოიყენებთ საიტებს, რათა გამოაქვეყნოთ, გააზიაროთ, დააკოპიროთ, შეინახოთ ან გაავრცელოთ მავნე პროგრამები, მათ შორის ვირუსები, რამაც შეიძლება დააზიანოს საიტების ან სხვა პირის მოწყობილობა, ქსელები ან კომპიუტერული სისტემები;
- საიტების დეკომპილირება, რევერსული ინჟინერია ან დაშლა,
- წაშალით, დაფარავთ ან შეცვლით ნებისმიერი საკუთრების ჩანაწერს, რომელიც მიბმულია, ხელმისაწვდომია საიტებთან ან რაიმე კონტენტთან ერთად ან მის გარეშე;
- სესხება, დაქირავება, იჯარა, გადაყიდვა, ქველიცენზირება, გავრცელება, გადაცემა ან საიტების სხვაგვარად მიწოდება ნებისმიერი მესამე მხარისთვის;
- საიტების ექსპორტი, რეექსპორტი, გადაცემა ან გამჟღავნება ნებისმიერი აკრძალული ან შეზღუდული დანიშნულების ადგილისთვის, საბოლოო მომხმარებლისთვის ან საბოლოო გამოყენებისთვის უკანონო გადაცემა, გარდა ექსპორტის კონტროლის ყველა მოქმედი კანონის და რეგულაციების შესაბამისი წესებისა;
- გამოიყენებთ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას ან სხვა საშუალებებს, რათა ამოიღოთ მონაცემები საიტებიდან.
- ჩაერთოთ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც არღვევს, წაახალისებს ,ხელს უწყობს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არღვევს საიტის მოხმარების პირობებს, მათ შორის მომსახურების მოქმედ პირობებს.
წინამდებარე სხვა პირობების ზოგადი შეზღუდვის გარეშე, თუ FCA თვლის, რომ თქვენ არღვევთ აღნიშნულ პირობებს, FCA-მ შეიძლება შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი წვდომა საიტებზე.
5. FCA-ს ინტელექტუალური საკუთრება
თქვენ აღიარებთ, რომ ნებისმიერი და ყველა ინფორმაცია, შინაარსი, მონაცემი, ფოტო, სურათები, ხმოვანი ფაილები, ანიმაციური ფაილები, ვიდეოები, მონაცემთა ბაზები, გრაფიკა, ინტერფეისები, ვებ გვერდები, ტექსტი, ფაილები, პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქტის სახელები, კომპანიის სახელები, სავაჭრო ნიშნები, ლოგოები და სავაჭრო სახელები, რომლებიც შეიცავს ან ხელმისაწვდომია საიტების საშუალებით („შინაარსი“), კონტენტის წარმოდგენის ან გამოჩენის წესის ჩათვლით და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, არის FCA-ს ან მისი ლიცენზიანტების ან შესაბამისი მფლობელის საკუთრებ, მთელი კონტენტი დაცულია აშშ-ს, კანადის და მსოფლიო საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების კანონებითა და ხელშეკრულების დებულებებით. FCA და/ან მისი ლიცენზიარები გაძლევენ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, პერსონალურ, არასავალდებულო და არატრანსფერულ ლიცენზიას, რომ გამოიყენოთ საიტზე წვდომა თქვენი პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის.
საიტის მთელი კონტენტი არის FCA-ს საკუთრება. ყველა სავაჭრო ნიშანი, მომსახურება, სავაჭრო სახელები, ლოგოები ან სხვა სიტყვები ან სიმბოლოები, რომლებიც იდენტიფიცირებენ FCA-ს ბიზნესს, საიტევს, პროდუქტებს და სერვისებს არის და დარჩება FCA-ს ან მისი ლიცენზირების ექსკლუზიურ საკუთრებაში.
FCA ან მისი ლიცენზიარები ფლობენ ყველა უფლებას საიტების ნებისმიერ ასლზე, თარგმანზე, მოდიფიკაციაზე, ადაპტაციაზე ან დერივაციაზე, მათ შორის ნებისმიერი გაუმჯობესების ან განვითარების შესახებ. აკრძალულია შიგთავსის ნაწილის ან მთლიანად ნებისმიერი ფორმით გადანაწილება ან რეპროდუქცია კომერციული გამოყენებისთვის.
საიტების გამოყენება სხვა ფორმით კატეგორიულად აკრძალული, ნებისმიერმა არაკანონიერმა ქმედებამ შესაძლოა დაარღვიოს ან მიითვისოს FCA-ს და/ან მის ლიცენზირებულ(ებ)ის, სუბსტრატეტის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. რისთვისაც დამრღვევი პირი პასუხისმგებელია აანაზღაუროს ფულადი ზიანი, ყოველგვარი შეწყალების გარეში პირი მიეცემა პატიმრობაში საავტორო უფლებების დარღვევისთვის..
6. გადახდები; შეკვეთები; ფასები და შეფასებები
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები და მომსახურება, გააგზავნოთ შეკვეთები ან მიიღოთ შეფასებები საიტებზე, ისე როგორც ზემოთ არის აღნიშნული. ასეთ შესყიდვებზე შესაძლოა გავრცელდეს მომსახურების დამატებითი პირობები.
ინფორმაცია პროდუქციის შესახებ. FCA-ს შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების სპეციფიკაცია, ხელმისაწვდომობა ან ფასები ნებისმიერ დროს და შეტყობინების გარეშე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ FCA ცდილობს წარმოადგინოს საიტზე/აპლიკაციაში პროდუქტის ზუსტი აღწერილობები, სურათები და ფასები („პროდუქტზე ინფორმაცია“), ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ინფორმაცია არის ზუსტი, სრული, სანდო, მიმდინარე ან უშეცდომო. თუ ინფორმაცია პროდუქტის ან მომსახურების შესახებ, რომელიც ჩვენს მიერ შეკვეთილი ან შეძენილი საიტების მეშვეობით არის არასწორი, თქვენი ერთადერთი საშუალებაა პროდუქტის დაბრუნება გამოუყენებელ მდგომარეობაში, დაბრუნების მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას რომელიმე პროდუქტისა და სერვისის ხელმისაწვდომობის შესახებ და ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა სრულად ან ნაწილობრივ (მაგ., გარკვეული ნივთების ამოღებით) ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს შეკვეთას სრულად ან ნაწილობრივ, თქვენ არ ჩამოგეჭრებათ გაუქმებული შეკვეთისთვის ან ნივთების საფასური.
ფასი. პროდუქტების და სერვისების ფასები წარმოადგენს ამ პროდუქტის ან მომსახურების საცალო ფასს, გადასახადების და სხვა ხარჯების გამოკლებით. ფასები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე. საიტზე წარმოდგენილი ფასები შესაძლოა იყოს არასწორი. თუ პროდუქტის ან მომსახურების რეალური ფასი ჩვენს მიერ მითითებულ ფასზე მაღალია, დაგიკავშირდებით ინსტრუქციებისთვის ან გავაუქმებთ შეკვეთას და შეგატყობინებთ ასეთი გაუქმების შესახებ.
ნაწილების და აქსესუარების შეძენა. საიტების საშუალებით შეძენილი ნაწილები და აქსესუარები (ერთობლივად განსაზღვრული, როგორც "ნაწილები") განკუთვნილია მხოლოდ იმ ავტომობილებში გამოსაყენებლად, რომლებისთვისაც შექმნილია ასეთი ნაწილები. თუ თქვენ ყიდულობთ რომელიმე ნაწილს სერვისების მეშვეობით სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად ან ამ ნაწილის ბოროტად გამოყენებისთვის, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას და თქვენ თანახმა ხართ, აგვინაზღაუროთ ზიანი, როგორც ეს მითითებულია გარანტიების და პასუხისმგებლობის შეზღუდვების და ანაზღაურების 10.12 პუნქტში.
"MSRP" არ მოიცავს ტრანსპორტირებას, გადასახადებს, საკუთრებას და რეგისტრაციის საფასურს. ფასი განსაზღვრავს ავტომობილის საბაზისო მოდელს და არ მოიცავს დამატებითი ოპციების საფასურს. საიტებზე მასალებში შესაძლოა იყოს გამოყენებული უფრო ძვირი მოდელის ვიზუალი. ფასებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღება ეწვიეთ დილერს. ფასები, ფასდაკლებები, აქციები და შეთავაზებები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
გამოწერები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი გამოწერა ექვემდებარება დაკავშირებული სერვისების მომსახურების პირობებს. გამოწერაზე რეგისტრაციისას თქვენ ეთანხმებით გადაიხადოთ მოქმედი სააბონენტო გადასახადი და მოსაკრებლები. ავტომატური განახლებები: თუ დარეგისტრირდებით გამოწერაზე, რომელიც მოიცავს ავტომატურ განახლებას, მაშინ თქვენი გამოწერა ავტომატურად განახლდება ყოველი გამოწერის პერიოდის ბოლოს.
გადახდის ინფორმაცია. თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციის ჩვენთვის გაზიარებით თქვენ გვარწმუნებთ, რომ გაქვთ უფლება მოგვაწოდოთ ასეთი ინფორმაცია და რომ ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ მოწოდებული ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებით. თქვენ ასევე გვაძლევთ უფლებას ფინანსური ინსტიტუტებისგან მივიღოთ განახლებული ინფორმაცია შესაბამისი ანგარიშისთვის, რათა გადახდის ინფორმაცია იყოს მუდმივად აქტუალური. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება მოვიძიოთ მსგავსი ინფორმაციები, რადგან თქვენ გეკისრებათ ჩვენთან პასუხისმგებლობა გადახდის ინფორმაციის სისწორეზე. თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი გადახდის ინფორმაცია თქვენი ანგარიშის მეშვეობით ან დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ განახლება.
შეკვეთის მიღება. ჩვენ (ჩვენი დილერების ან მომწოდებლების მეშვეობით) შესაძლოა შევზღუდოთ შეკვეთების მიღება კონკრეტული იურისდიქციების და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ შეკვეთები ელექტრონული ფოსტით, თქვენი ელ.ფოსტის შეკვეთის დადასტურების მიღება არ წარმოადგენს შეკვეთის მიღებას ან პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის დადასტურებას. პროდუქციის გადაზიდვის დაწყება იქნება თქვენი შეკვეთის მიღების ერთადერთი მტკიცებულება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევზღუდოთ ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის შეკვეთის რაოდენობა და უარი თქვათ მომსახურებაზე. ჩვენ ასევე შესაძლოა გადავამოწმოთ ინფორმაცია შეკვეთის მიღებამდე ან პროდუქციის გაგზავნამდე.
ტრანსპორტირება. როდესაც თქვენ განათავსებთ შეკვეთას საიტების საშუალებით, პროდუქტები გაიგზავნება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. გადამზიდველთან პროდუქციის მიტანისთანავე შეძენილი პროდუქტების დაკარგვის რისკი და საკუთრების უფლება გადმოგეცემათ თქვენ. თქვენ ხართ პასუხისმგებელი გადამზიდავებთან ნებისმიერი პრეტენზიის წარდგენაზე დაზიანებული ან დაკარგული ტვირთის გამო. თქვენ ჩამოგეჭრებათ ტრანსპორტირების და დამუშავების საფასური, როგორც ეს მითითებულია თქვენს შეკვეთაზე.
დაბრუნების პოსლიტიკა. დაბრუნების პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის ან სერვისის ტიპის ან შეძენის წყაროს მიხედვით. გთხოვთ, გაეცნოთ დაბრუნების პოლიტიკას, რომელიც გამოქვეყნებულია შეკვეთის შესაბამის გვერდზე ან ხელმისაწვდომია როგორც თქვენი შესყიდვის ნაწილი. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა ხარჯზე და საფასურზე, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
თქვენი გადახდის ობლიგაციები. ჩვენთან დაკავშირებული გადახდები უნდა განხორციელდეს აშშ დოლარში წინასწარ, სანამ მიიღებთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას. თუ თქვენ გამოიწერეთ სერვისი, გადახდა განხორციელდება წინასწარ მოქმედი გამოწერის პირობების შესაბამისად. თქვენი დავალიანება სრულად იქნება გადახდილი ყოველი გამოწერის პერიოდისთვის. ჩვენ არ ვსარგებლობთ სადებეტო ან სასაჩუქრე ბარათებით. გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილ თარიღამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული გამოწერის შესაძლო გაუქმება ან შეჩერება და/ან თქვენი წვდომა შესაბამის სერვის(ებ)ზე. ჩვენ ვიყენებთ მესამე პირებს გადახდების დასამუშავებლად, მონახემების დამუშავება ხდება კანონის შესაბამისად.
გადასახადები და სხვა მოსაკრებლები. ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ დამატებითი გადასახადები, რაც დაკავშირებულია მესამე პირების ხარჯებთან (ან პროვაიდერების ხარჯებთან, მათ შორის გადახდის პროცესორებთან). დამატებითი გადასახადები სესაძლოა მოიცავდეს ტრანსპორტირების, ადმინისტრაციულ, სახელმწიფო ხარჯებს, სხვა გადასახადებს. ასეთი გადასახადები შესაძლოა შეიცვალოს და თქვენ არ მიიღოთ წინასწარი შეტყობინება რაიმე ცვლილების შესახებ.
7. უკუკავშირი
თუ თქვენ მიაწოდებთ FCA-ს რაიმე ინფორმაციას, შეთავაზებას, რეკომენდაციას ან გამოხმაურებას საიტებთან დაკავშირებით („გამოხმაურება“), თქვენ ეთანხმებით, რომ გაქვთ უფლება მიაწოდოთ ასეთი ინფორმაცია FCA-ს და ამით აძლევთ FCA-ს შეუქცევად, მსოფლიო მასშტაბით მუდმივ ლიცენზიას ჰონორარის გარეშე.
8. ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა
FCA პატივს სცემს სხვათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და მოგმართავთ გთხოვნით თქვენც გამოიჩინოთ წინდახედულებაა. FCA-ს აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით შეგიწყვიტოთ საიტებზე წვდომა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ FCA-ს შეხედულებით არღვევთ სხვათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი საავტორო უფლებების და/ან სავაჭრო ნიშნის დარღვევის საგანია, გთხოვთ, მიაწოდოთ FCA-ს (ქვემოთ მოცემული) შემდეგი ინფორმაცია:
- იმ პირის ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ექსკლუზიური უფლების მფლობელის სახელით, ვისი უფლებაც სავარაუდოდ დარღვეულია.
- საავტორო უფლებებით დაცული და/ან სასაქონლო ნიშნით დაცული ნამუშევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც ამტკიცებს, რომ დაირღვა საკუთრების უფლება
- მასალის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ამტკიცებს უფლებების დარღვევას და მიუთითებს, რომ ინფორმაცია არის წასაშლელი ან გასაუქმებელია მასზე წვდომა
- თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია იმისათვის, რომ FCA-მ შეძლოს თქვენთან დაკავშირება როგორც მომჩივან მხარესთან - მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
- განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენ კეთილსინდისიერად გჯერათ, რომ მასალის გამოყენება არ არის ავტორიზებული საავტორო უფლებების და/ან სასაქონლო ნიშნის მფლობელის, მისი აგენტის ან კანონის მიერ.
- განცხადება იმის შესახებ, რომ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია არის ზუსტი და იცით, რომ ცრუ ჩვენება ისჯება კანონით, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ იმოქმედოთ ექსკლუზიური უფლების მფლობელის სახელით, ვისი უფლებაც სავარაუდოდ დაირღვა.
FCA-ს აგენტი საავტორო უფლებების ან სასაქონლო ნიშნის დარღვევის შესახებ პრეტენზიების შესახებ შეტყობინებისთვის შეიძლება დაგიკავშირდეთ შემდეგნაირად:
FCA US LLC
Office of the General Counsel
Copyright Department
1000 Chrysler Drive
CIMS 485-13-32
Auburn Hills, MI 48326
copyrights@fcagroup.com
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ საავტორო უფლებების დარღვევისთვის საავტორო უფლებების შესახებ კანონის 512(f) მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც შეგნებულად არასწორად წარმოაჩენს, რომ მასალა ან აქტივობა არღვევს წესებს, შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისგებას.
DMCA საპასუხო შეტყობინების გაგზავნა. თუ ჩვენ შეგატყობინეთ, რომ წავშალეთ ან გავაუქმეთ წვდომა საავტორო უფლებებით დაცულ მასალაზე, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, შეგიძლიათ FCA-ს წერილობითი საპასუხო უწყება მიაწოდოთ FCA-ს დანიშნულ აგენტს, მასალა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თქვენი ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა;
- მასალის იდენტიფიკაცია, რომელიც წაშლილია ან რომელზედაც წვდომა გამორთულია, ადგილი, სადაც მასალა გამოჩნდა მის წაშლამდე ან მასზე წვდომა გაუქმდა;
- თქვენგან განცხადება ცრუ ჩვენების მიცემის პასუხისმგებლობის გათავისებით, რომ თქვენ გაქვთ კეთილსინდისიერი რწმენა იმისა, რომ მასალა წაშლილია ან გამორთულია არასწორი იდენტიფიკაციის შედეგად
- თქვენი სახელი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი და განცხადება, რომ ეთანხმებით კანონმდებლობას, სასამართლოს იურისდიქციას იმ სასამართლო ოლქისთვის, რომელშიც მდებარეობს თქვენი მისამართი;
9. პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება. მოქმედი კონფიდენციალურობის პოლიტიკა
თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გამჟღავნება და გაზიარება შესაძლებელია FCA-ს კონფიდენციალურობის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე პირობებში შემდეგნაირი ფორმით: FCA US ონლაინ კონფიდენციალურობის პოლიტიკა (ხელმისაწვდომია www.chrysler.com/crossbrand_us/privacy ) და დაკავშირებული სერვისების კონფიდენციალურობის შეტყობინება (ხელმისაწვდომია https://www.driveuconnect.com/connectedservices/privacy.html ).
10. უარი პასუხისმგებლობაზე
FCA არ წარმოადგენს და არ იძლევა გარანტიას, რომ საიტებზე განთავსებული ინფორმაცია არის უშეცდომო, ზუსტი და სანდო. თქვენი ნდობა საიტებზე მითითებულ ავტომობილის ნებისმიერ მახასიათებელზე არის თქვენი საკუთარი რისკის ქვეშ და თქვენ ეთანხმებით, რომ აცნობიერებთ ამ რისკს.
ზემოთ ჩამოთვლილი გარკვეული საგარანტიო შეზღუდვები შესაძლოა არ გავრცელდეს თქვენზე, ამ შემთხვევაში ასეთი გარანტიები შემოიფარგლება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოთხოვნილი მოცულობით.
11. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
შეზღუდვები ეხება ყველა მოთხოვნას, მათ შორის პრეტენზიებს კონტრაქტში და სამართალში (როგორიცაა დაუდევრობა, პროდუქტის პასუხისმგებლობა და მკაცრი პასუხისმგებლობა).
12. ანაზღაურება
წინამდებარე პირობების საპირისპირო დებულების მიუხედავად, თქვენ თანახმა ხართ აანაზღაუროთ FCA-სთვის ან მესამე მხარისთვის მიყენებული ზარალი, მათ შორის ადვოკატების და ექსპერტების ხარჯები, იმ შემთხვევაშითუ თქვენი მხრიდან ხდება:
- საიტების უკანონო გამოყენება;
- წინამდებარე პირობების შეუსრულებლობა;
- უხეში დაუდევრობა, განზრახ გადაცდომა ან თაღლითობა;
- თქვენს მიერ მესამე მხარის ნებისმიერი უფლების დარღვევა, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების, საჯაროობის, კონფიდენციალურობის, საკუთრების ან კონფიდენციალურობის უფლება;
- ნებისმიერი სამთავრობო და სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი კანონის, წესის, რეგულაციის, კოდექსის, დებულების, განკარგულების ან ბრძანების დარღვევა.
- თქვენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი არასწორი განცხადება.
13. შეწყვეტა
FCA-ს შეუძლია შეგიწყვიტოთ საიტებზე წვდომა თავისი შეხედულებისამებრ, FCA-ს არ აქვს ვალდებულება გამოგიგზავნოთ რაიმე შეტყობინება შეწყვეტასთან დაკავშირებით და მას არ დაეკისრება რაიმეე სახის პასუხისმგებლობა.
14. სავალდებულო არბიტრაჟი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ, რადგან ეს დებულება გავლენას ახდენს თქვენს უფლებებზე. პრობლემების უმეტესობა შეიძლება მარტივად მოგვარდეს თუკი დაგვიკავშირდებით 800-800-2813. აღნიშნული დებულება ხელს უწყობს ნებისმიერი დავის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და FCA-ს შორის საიტებთან, თქვენს წვდომასთან და საიტების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ეს დებულება ითვალისწინებს, რომ ყველა დავა თქვენსა და FCA-ს შორის უნდა გადაწყდეს სავალდებულო არბიტრაჟით. არბიტრაჟი არის კერძო დავის გადაწყვეტის ფორმა, რომლის დროსაც დავის მქონე პირები უარს აცხადებენ სარჩელის შეტანის, სასამართლოში და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში განხილვის უფლებებზე და სანაცვლოდ წარუდგენენ თავიანთ დავებს ნეიტრალურ მესამე პირს (ან არბიტრს) სავალდებულო გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ ამ დებულებაზე (როგორც ქვემოთ არის ახსნილი), რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეინარჩუნებთ უფლებას თქვენი დავების განხილვა მოხდეს სასამართლოში, მოსამართლის ან ნაფიც მსაჯულთა წინაშე.
არბიტრაჟი ცვლის სასამართლოში მიმართვის უფლებას. არბიტრაჟში არ არის მოსამართლე ან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სასამართლო განხილვა შეზღუდულია. არბიტრმა უნდა დაიცვას ეს პირობები და შეუძლია დააწესოს ზიანის განსაზღვრა და კომპენსაცია, ისევე როგორც სასამართლომ (ადვოკატის საფასურის ჩათვლით).
„FCA“ ნიშნავს FCA-ს, მისი მშობელ ან შვილობილ კომპანიას, მათ დირექტორს, თანამშრომელს, მენეჯერს, წევრს და აგენტებს. ტერმინი „დავა“ ნიშნავს ნებისმიერ დავას, პრეტენზიას ან დაპირისპირებას თქვენს და FCA-ს შორის თქვენი ურთიერთობის რომელიმე ასპექტთან დაკავშირებით. „დავას“ უნდა მიეცეს მაქსიმალურად ფართო მნიშვნელობა და მოიცავს ნებისმიერ პრეტენზიას საიტებთან ან ამ პირობებთან დაკავშირებით.
წინასწარი საარბიტრაჟო მოთხოვნის დადგენილება; წერილობითი შეტყობინება დავის შესახებ. სანამ მიმართავთ სასამართლოს ან არბიტრაჟს, თქვენ ჯერ უნდა მისცეთ FCA-ს დავის გადაწყვეტის შესაძლებლობა FCA-სთვის წერილობითი შეტყობინების მიწოდებით.
- თუ თქვენ ხართ შეერთებულ შტატებში, უნდა გამოაგზავნოთ თქვენი წერილობითი შეტყობინება FCA US LLC, 1000 Chrysler Drive, გენერალური საკონსულოს ოფისი, Auburn Hills, Michigan 48326-2766.
წერილობითი შეტყობინება FCA-სთვის თქვენი დავის შესახებ უნდა შეიცავდეს (1) თქვენს სახელს, (2) თქვენს მისამართს, (3) თქვენი პრეტენზიის წერილობით აღწერას და (4) კონკრეტულ პირობებს რასაც თქვენ თხოულობთ, თუ FCA არ გადაწყვეტს დავას თქვენი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დავა არბიტრაჟში. თქვენ შეგიძლიათ თქვენი დავის განხილვა სასამართლოში მხოლოდ ქვემოთ აღწერილი გარემოებების პირობებში.
საარბიტრაჟო გამონაკლისები. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, თქვენ ან FCA-ს შეგიძლიათ აირჩიოთ დავის განხილვა სასამართლოში და არა არბიტრაჟის გზით, თუ (a) დავა კვალიფიცირდება, ის შეიძლება დაიწყოს მცირე საჩივრების სასამართლოში; ან (ბ) თუ თქვენ უარი თქვით ამ საარბიტრაჟო პროცედურებზე 30 დღის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც თქვენ განაცხადეთ თანხმობა პირობებზე („გაუქმების ვადა“). თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ დებულებაზე FCA-სთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით:
- თუ თქვენ ხართ შეერთებულ შტატებში, უნდა გამოაგზავნოთ წერილობითი შეტყობინება შემდეგ მისამართზე FCA US LLC, 1000 Chrysler Drive, გენერალური საკონსულოს ოფისი, Auburn Hills, Michigan 48326-2766.
თქვენი წერილობითი შეტყობინება, რომ თქვენ ამბობთ უარს ამ საარბიტრაჟო პროცედურებზე, უნდა შეიცავდეს (1) თქვენს სახელს, (2) თქვენს მისამართს და (3) მკაფიო განცხადებას, რომ არ გსურთ FCA-სთან დავების გადაწყვეტა არბიტრაჟის გზით. თქვენი გადაწყვეტილება, უარი თქვათ ამ საარბიტრაჟო დებულებაზე, არანაირ უარყოფით გავლენას არ მოახდენს თქვენს ურთიერთობაზე FCA-სთან. უარის თქმის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც მიღებულია უარის თქმის ბოლო ვადის შემდეგ, არ იქნება მოქმედი და თქვენ უნდა გააგრძელოთ თქვენი დავა საარბიტრაჟო ან მცირე საჩივრების სასამართლოში.
საარბიტრაჟო პროცედურები. თუ ეს დებულება გამოიყენება და დავა არ გადაწყდება ზემოთ გათვალისწინებული წესით (წინასწარი საარბიტრაჟო პრეტენზიის რეზოლუცია), თქვენ ან FCA-მ შეგიძლიათ დაიწყოთ საარბიტრაჟო წარმოება. ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაცია (“AAA”), www.adr.org, ან JAMS, www.jamsadr.com, განიხილავს ყველა დავას და არბიტრაჟი ჩატარდება ერთი არბიტრის წინაშე. არბიტრაჟი უნდა დაიწყოს მხოლოდ ინდივიდუალური არბიტრაჟის სახით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს როგორც კლასობრივი არბიტრაჟი ან კონსოლიდირებული ან წარმომადგენლობითი მოქმედება. ყველა საკითხი უნდა გადაწყვიტოს არბიტრმა, ამ დებულების მოქმედების ჩათვლით.
AAA-ს წინაშე არბიტრაჟისთვის, $75,000-ზე ნაკლები დავების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება AAA-ს დამატებითი პროცედურები მომხმარებელთან დაკავშირებულ დავებზე; 75,000 აშშ დოლარის ან მეტი დავისთვის გამოყენებული იქნება AAA-ს კომერციული არბიტრაჟის წესები. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოიყენება AAA-ს არჩევითი წესები გადაუდებელი დაცვის ზომებისთვის. AAA წესები ხელმისაწვდომია www.adr.org ან 1-800-778-7879 დარეკვით. JAMS-ის წინაშე არბიტრაჟისთვის გამოიყენება JAMS-ის ყოვლისმომცველი საარბიტრაჟო წესები და პროცედურები და JAMS-ის რეკომენდებული საარბიტრაჟო აღმოჩენის პროტოკოლები შიდა, კომერციული საქმეებისთვის. JAMS წესები ხელმისაწვდომია www.jamsadr.com ან 1-800-352-5267 დარეკვით. აღნიშნული დებულება არეგულირებს ურთიერთობებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება მოქმედ საარბიტრაჟო წესებს. არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინება ჯგუფური სარჩელი ან წარმომადგენლობითი მოქმედების პროცედურები ან წესები არბიტრაჟზე.
თუ თქვენ იმყოფებით შეერთებულ შტატებში, ფედერალური საარბიტრაჟო აქტი (“FAA”) არეგულირებს ყველა დავის არბიტრაჟს. თუმცა, არბიტრი გამოიყენებს მოქმედ მატერიალურ კანონს, რომელიც შეესაბამება FAA-ს და მოქმედი ხანდაზმულობის წესს ან პრეცედენტს.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. არბიტრს შეუძლია ინდივიდუალურად დაადგინოს ნებისმიერი შეღავათი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მას არ აქვს უფლებამოსილება დააწესოს შეღავათი, წინააღმდეგ ან სასარგებლოდ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც არ არის პროცესის მხარე. არბიტრი მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას წერილობით, მაგრამ არ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას არ ითხოვს მხარე ან თუ ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა. ასეთი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო მხარეებისთვის, გარდა ნებისმიერი გასაჩივრების უფლებისა, რომელიც გათვალისწინებულია FAA-ით ან სხვა მოქმედი კანონმდებლობით.
არბიტრაჟის ადგილმდებარეობა.
თუ თქვენ იმყოფებით შეერთებულ შტატებში, თქვენ ან FCA-მ შეგიძლიათ დაიწყოთ საარბიტრაჟო პროცედურა თქვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
საარბიტრაჟო მოსაკრებლების და ხარჯების გადახდა. FCA გადაიხდის ყველა საარბიტრაჟო მოსაკრებელს და AAA ან JAMS მოსმენის საფასურს და ნებისმიერი არბიტრის მოსმენის საფასურს, ხარჯებსა და ხარჯებს არბიტრაჟში თქვენი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც მიცემულია არბიტრაჟში პირველი მტკიცებულების მოსმენაზე. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა დამატებით მოსაკრებელზე და ხარჯზე, რომელსაც თქვენ გაგიწევთ არბიტრაჟი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ადვოკატებზე ან ექსპერტ მოწმეებზე გათვლილი ხარჯები. საკომისიოები და ხარჯები შეიძლება დაწესდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოსაკრებლებისა და ხარჯების ანაზღაურების ნებისმიერი უფლებისა, თუ თქვენ მიაწვდით შეტყობინებას და კეთილსინდისიერად აწარმოებთ მოლაპარაკებას FCA-სთან, როგორც ეს მოცემულია ზემოთ „წინასწარი საარბიტრაჟო მოთხოვნის რეზოლუციაში“ და არბიტრი დაასკვნის, რომ თქვენ ხართ არბიტრაჟის უპირატესი მხარე, თქვენ გექნებათ უფლება აიღოთ არბიტრის მიერ განსაზღვრული ადვოკატის გონივრული საფასური და ხარჯები.
ქმედებაზე უარის თქმა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ დებულებაში სხვაგვარად არის გათვალისწინებული, არბიტრს არ შეუძლია გააერთიანოს ერთზე მეტი პირის პრეტენზია (როგორიცაა ჯგუფური სარჩელი, გაერთიანებული სარჩელი, წარმომადგენლობითი სარჩელი ან კერძო გენერალური ადვოკატის სარჩელი).
Jury Waiver. You understand and agree that, by entering into these Terms, You and FCA are each waiving the right to a jury trial. In the absence of this Provision, You and might otherwise have had a right or opportunity to bring Disputes in a court, before a judge or jury, and/or to participate or be represented in a case filed in court by others (including class actions). Except as otherwise provided below, those rights are waived. Other rights that You would have if You went to court, such as the right to appeal and to certain types of discovery, may be more limited or may also be waived.
Survival. This Provision shall survive the expiration or termination of Your Subscription or these Terms for any reason.
15. სხვადასხვა
უარის თქმა. ნებისმიერი უარი FCA-ს უფლებებზე ან თქვენს ვალდებულებებზე უნდა იყოს წერილობითი ფორმით. FCA-ს მიერ რაიმე უფლების ან უფლებამოსილების განხორციელების შეფერხება ან გამოტოვება, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ რომელიმე პირობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, განიხილება, როგორც თქვენი მმხრიდან უარის თქმა FCA-ს მიერ რომელიმე პირობაზე, ვადაზე, დებულებაზე ან შეთანხმებაზე.
მარეგულირებელი კანონი. ეს პირობები რეგულირდება მიჩიგანის შტატის კანონებით, სხვა იურისდიქციის კანონების გამოყენების შესახებ კანონებისა და პრინციპების გათვალისწინების გარეშე.
იურისდიქცია; ადგილი.
- თუ თქვენ იმყოფებით შეერთებულ შტატებში, ეს პირობები ჩაითვლება შესრულებულად და მიწოდებულად Auburn Hills-ში. თუ რაიმე სამართლებრივი ქმედება დაწყებულია ამ პირობებთან დაკავშირებით, იურისდიქცია იქნება მიჩიგანის შტატის შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოში, რომელიც მდებარეობს ოკლენდის ოლქში და/ან შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში
დროის ლიმიტები. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ეს აკრძალულია, თქვენ არ გაქვთ უფლება წამოაყენოთ რაიმე პრეტენზია FCA-ს ან მესამე მხარის ბენეფიციარების წინააღმდეგ ორ წელზე მეტი ხნის ხანდაზმულობის ვადაში
- თუ თქვენ იმყოფებით შეერთებულ შტატებში, უნდა გაუგზავნოთ ნებისმიერი წერილობითი შეტყობინება FCA US LLC, 1000 Chrysler Drive, გენერალური საკონსულოს ოფისი, Auburn Hills, Michigan 48326-2766.
ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც მიწოდებულია ელექტრონული ფოსტით, ჩაითვლება მიღებულად მისი გაგზავნის შემდეგ პირველ სამუშაო დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგზავნ მხარეს ეცნობება, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი არასწორია. წერილით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება გამოქვეყნებიდან მეოთხე სამუშაო დღეს.
ინტერპრეტაცია. აღნიშნული პირობები სავარაუდოდ არ იქნება განმარტებული რომელიმე მხარის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ. ამ პირობებში გამოყენებული სათაურები მხოლოდ მოხერხებულობისთვისაა დაყოფილი. პირობები არ შეიძლება იყოს უფრო მკაცრად გაგებული მხოლოდ ერთი მხარისთვის. ეს პირობები შედგენილია ინგლისურ ენაზე მხარეთა პირდაპირი მოთხოვნით.
16. კალიფორნიის ცნობა მომხმარებლის შესახებ
კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსის 1789.3 ნაწილის მიხედვით, თუ თქვენ შეიძინეთ რაიმე პროდუქცია და თქვენ გაქვთ შეკითხვა ან პრეტენზია რომელიმე საიტთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურებას ნომერზე 1 (800) 334-9200 ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტა. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით FCA-ს შემდეგ მისამართზე 1000 Chrysler Drive, Auburn Hills, Michigan 48326-2766. კალიფორნიის მაცხოვრებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კალიფორნიის მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას ფოსტით 1625 North Market Blvd., Sacramento, CA 95834 ან ტელეფონით (916) 445-1254 ან (800) 952-. 5210 ან სმენა დაქვეიტებულთათვის TDD (800) 326-2297 ან TDD (916) 322-1700.