კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს FCA US კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს FCA US-ში და ჩვენი კომპანიების ოჯახში ("FCA US"). FCA US-ში მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი მომხმარებლებისა და ვიზიტორების კონფიდენციალურობა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაინტერესებთ, თუ როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაზიარება, შესაბამისად გიზიარებთ განცხადებას კონფიდენციალურობის შესახებ ("კონფიდენციალურობის განცხადება"), რომელიც განმარტავს თუ როგორ ხდება პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება. FCA US იცავს თქვენს მიერ მოწოდებულ ან ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას თქვენს შესახებ. ჩვენ დროდადრო განვაახლებთ ამ კონფიდენციალურობის განცხადებას, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ვეგვერდი. ეს კონფიდენციალურობის განცხადება ვრცელდება მაშინ, როდესაც FCA US აგროვებს მონაცემებს მომხმარებლებისგან ან ვიზიტორებისგან მათ შორის FCA აშშ-ს კონტროლირებადი ვებგვერდის ან აპლიკაციების მეშვეობით. თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია არის ნებაყოფლობითი. "პერსონალური ინფორმაცია" მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ცალკე ან სხვა ინფორმაციასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი იდენტიფიკაციის მიზნით, თქვენთან დასაკავშირებლად ან ლოკაციის მოსაძებნად (მაგ: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და ადგილმდებარეობა). თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩვენთვის გამჟღავნებით ან ჩვენი ვებგვერდის ან აპლიკაციების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით მონაცემების შეგროვებას და გამოყენებას FCA US-ის მიერ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების შესაბამისად (რომელიც პირდაპირ არის ჩართული ნებისმიერ მოქმედ ვებგვერდის ან აპლიკაციის გამოყენების პირობებში). აღნიშნული კონფიდენციალურობის განცხადება განმარტავს FCA US-ის საინფორმაციო პრაქტიკას, მათ შორის: FCA US აგროვებს და იყენებს თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას. ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ გარე წყაროებიდან. მაგალითად მესამე მხარის მეშვეობით თქვენს დემოგრაფიულ მონაცემებზე, საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მობილური აპლიკაციებიდან, რეკლამებიდან, პირადი ინფორმაცია შესაძლოა მოვიპოვოთ ელ.ფოსტის ბაზების ყიდვით მესამე მხარისგან სარეკლამო და მარკეტინგული მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ, გამოვიყენოთ ან გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინფორმაცია. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაცია ჩვენი შიდა კვლევის, სარეკლამო ან მარკეტინგული მიზნებისთვის. თუ თქვენ მოითხოვთ ინფორმაციის მიღებას, მაგალითად ავტომობილის ან სერვისის შესახებ, ჩვენ მოვითხოვთ თქვენგან პირადი ინფორმაციის გაზიარებას, მაგალითად სახელი, მისამართი ან ელფოსტა, აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ მივაწვდით ერთ-ერთ დილერს ან სერვისის პროვაიდერს, რათა მოხდეს თქვენთან უკუკავშირის განხორციელება. FCA US-ის პარტნიორებმა შესაძლოა დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები FCA US-ის ხელმძღვანელობით და ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებთ თქვენგან მიღებულ ინფორმაციას გარკვეული გზებით, მათ შორის: ვეგვერდის ან აპლიკაციის გამოყენების მეშვეობით. ჩვენ (ან ჩვენი სერვისის პროვაიდერები) შესაძლოა დავაკვირდეთ თქვენს საქმიანობას, პრეფერენციებს და ტრანზაქციების მონაცემებს (როგორიცაა თქვენი IP მისამართი და ბრაუზერის ტიპი), ისევე როგორც გვერდები, რომლებიც თქვენ ნახეთ ჩვენი ვებსაიტის ან აპლიკაციის გამოყენებისას. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მონაცემები ნებისმიერი მიზნით. მდებარეობის მონაცემები. აშშ-ის FCA-ს ზოგიერთმა ვებგვერდმა ან აპლიკაციამ შესაძლოა დააფიქსიროს და ჩაიწეროს გარკვეული მდებარეობის მონაცემები თქვენს მიერ ამ ვებსაიტის ან აპლიკაციის გამოყენებისას რათა უზრუნველყოს მდებარეობასთან დაკავშირებული ფუნქციების აქტივაცია ("მდებარეობის მონაცემები"). ელექტრონული კომერცია. როდესაც თქვენ ურთიერთობთ ჩვენთან ან ყიდულობთ FCA US-ის პროდუქტს ონლაინ რეჟიმში (მაგალითად, ფასის მისაღებად ან დილერის მოსაძებნად) თქვენ მოგეთხოვებათ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება თქვენი ტრანზაქციების დასამუშავებლად, ამ ტრანზაქციების შესახებ ანგარიშების შესაქმნელად და გასაზიარებლად, ან მომხმარებელთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად. თუ კონკრეტული ვეგვერდი ან აპლიკაცია რომლითაც სარგებლობთ არის კობრენდირებული ან შემუშავებული მესამე მხარის მიერ, შესაძლებელია, რომ სხვა მხარის კონფიდენციალურობის განცხადება არეგულირებს ამ ვებგვერდის ან აპლიკაციაში ინფორმაციის დამუშავების და გამჟღავნების პოლიტიკას. პროდუქტის რეგისტრაცია და მხარდაჭერა. FCA US-მა შესაძლოა დაუშვას მომხმარებელის ონლაინ რეგისტრაცია. ასეთი მიზნებისთვის მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მოთხოვნის, მომსახურების ან შეთანხმების განსახორციელებლად, იმ მიზნით, რისთვისაც არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია. თქვენი თანხმობით ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ინფორმაცია, რათა პერიოდულად შეგატყობინოთ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა აპლიკაციის განახლება, ჩვენი კონფიდენციალურობის განაცხადის ცვლილება ან უსაფრთხოების დარღვევის შეტყობინება, FCA US-ის ახალი პროდუქტები და სერვისები, სპეციალური შეთავაზებები და აქციები, რომლებიც შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო. ღონისძიებები და აქციები. შეიძლება მოგეთხოვოთ ელ.ფოსტის მისამართის ან სხვა პერსონალური ინფორმაციის მოწოდება. აქციების მარეგულირებელი კონკრეტული წესები და რეგულაციები განსხვავდება და თქვენი მონაწილეობა წარმოადგენს თქვენს თანხმობას ამ წესებისა და რეგულაციების დაცვაზე. გარკვეული აქციები შეიძლება განხორციელდეს FCA US -ის სერვისის პროვაიდერის ან ვენდორის მიერ, ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორთან ერთად, ან გაშვებული იყოს მესამე მხარის ვებგვერდზე, როგორიცაა Facebook. ამ შემთხვევებში თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შეიძლება მოხდეს უშუალოდ სერვისის პროვაიდერის ან ვენდორის ან მესამე მხარის ან მათი პარტნიორის მიერ მათ ვებგვერდზე. აქციაში მითითებული იქნება ასეთი ინფორმაციის შეგროვების წესები თუ ისინი განსხვავებული იქნება ამ კონფიდენციალურობის დებულებისგან. თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ და უარი თქვათ ან აკონტროლოთ თუ როგორ გამოიყენება თქვენი ინფორმაცია, გამოგვიგზავნეთ ელფოსტა მისამართზე dprivacy@fcagroup.com. Cockie ფაილები და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები. Cockies არის ტექსტის/მონაცემების მცირე ხაზები, რომლებიც იწერება თქვენს კომპიუტერში ვებგვერდის მიერ. FCA US-მა ან ჩვენი სახელით მოქმედმა პარტნიორმა კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს Cockie, პიქსელის ტეგები ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები, შეაგროვოს და შეინახოს არაპერსონალური ინფორმაცია. ჩვენ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს, რათა გამოვიკვლიოთ და გავიგოთ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი ვებგვერდები და აპლიკაციები, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების განსავითარებლად, მარკეტინგული ან სარეკლამო მიზნებისთვის. ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენგან შეგროვებული მონაცემები მესამე მხარეს ან მომწოდებლებს. თქვენი ვიზიტის ბოლოს FCA US-ის მიერ გამოყენებული სესიის Cockie წაიშლება, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში ზოგიერთი Cockie შეიძლება შენარჩუნდეს. შესაძლებელია, რომ Cockie ფაილები დარჩეს თქვენს კომპიუტერში, სანამ არ წაშლით მათ. ჩვენმა სერვისის პროვაიდერებმა ან მომწოდებლებმა შეიძლება ასევე გამოიყენონ Cockie-ს ფაილები და დაკავშირებული ტექნოლოგიები. თუ თქვენ სტუმრობთ FCA US- ის ვებგვერდებს ან აპლიკაციებს (www.chrysler.com, www.jeep.com, www.ramtrucks.com, www.dodge.com, www.fiatusa.com, www.alfaromeousa.com, www.mopar.com,www.drivesrt.com, www.fcausllc.com) ყურადღებით გაეცანით მათ პოლიტიკას. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ შეგატყობინოთ cockie-ის შესახებ და უარი თქვათ მის მიღებაზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამან შეიძლება ხელი შეგიშალოთ და ვერ შეძლოთ გარკვეული ფუნქციების გამოყენება საიტებზე. მაგალითად, ბევრი ვებგვერდი ითხოვს თქვენს ნებართვას გამოიყენოს cockie ფაილი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ავტომატურად შეხვიდეთ ვებგვერდზე. Cockie-ის გამორთვის ან წაშლის შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ სისტემაში ხელით შესვლა ყოველ ჯერზე, როდესაც გსურთ ამ ვებგვერდის მონახულება. ნუ ადევნებ თვალყურს (DNT).იმის გამო, რომ არ არსებობს საერთო გაგება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დამუშავდეს სიგნალები (DNT), FCA US ამჟამად არ პასუხობს ამ მოთხოვნებს. აღიარებული სტანდარტის დამკვიდრების შემდეგ, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას და შესაბამისად განვაახლებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. DAA პრინციპები ქცევით რეკლამირებაში. FCA US მონაწილეობს ინდუსტრიის თვითრეგულირების პროგრამაში ონლაინ ქცევითი რეკლამისთვის, რომელსაც მართავს ციფრული რეკლამის ალიანსი (DAA) (www.aboutads.info). როგორც ამ სერვისის ნაწილი, FCA US-ის ონლაინ რეკლამები ზოგჯერ იგზავნება სიმბოლოებით, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს გაიგონ, როგორ გამოიყენება მათ შესახებ მონაცემები და უზრუნველყოფს არჩევანის ვარიანტებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ მეტი კონტროლი ან უარი თქვან ასეთ ქცევით (მიზანმიმართულ) რეკლამაზე. FCA US-მა (და/ან ჩვენმა პარტნიორებმა) შეიძლება გამოიყენონ ჩვენს ვებგვერდზე შეგროვებული მონაცემები, რათა მოარგონ თქვენთვის საჩვენებელი რეკლამა სხვა საიტებს. გთხოვთ დააწკაპუნოთ DAA სიმბოლოზე, თუ არ გსურთ თქვენი დათვალიერების ქცევა გამოყენებულ იქნას ონლაინ ქცევითი რეკლამის მიზნებისთვის. ბავშვები.FCA US ვებგვერდები ან აპლიკაციები არ არის მიმართული ბავშვებისთვის. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის და საჭიროა მშობლის ან მეურვის თანხმობა FCA US-თან ინფორმაციის გაზიარებაზე, თქვენ არ უნდა გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ. თუ 13 წლამდე პირი წარუდგენს ინფორმაციას FCA აშშ-ს ვებგვერდის ან აპლიკაციის რომელიმე ნაწილის მეშვეობით და გავიგებთ, რომ ინფორმაციის მომწოდებელი ბავშვია, ჩვენ შევეცდებით ამ ინფორმაციის წაშლას რაც შეიძლება მალე. იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 13 წლამდე პირებისგან, ჩვენ არ ვიყენებთ და არ ვუმხელთ ასეთ ინფორმაციას მესამე პირებს. FCA US-მა შეიძლება გააზიაროს თქვენი პერსონალური ინფორმაცია კომპანიის შიგნით, რათა შეასრულოს თქვენდამი არსებული ვალდებულება და დაიცვას კონფიდენციალურობის პოლიტიკა. თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა ასევე გაუზიარდეთ მესამე მხარეებს გარკვეულ სიტუაციებში: FCA US ფილიალებს, დილერებს, მომწოდებლებს, შვილობილ კომპანიებს, პარტნიორებს ან პარტნიორების შვილობილ კომპანიებს. მესამე პირებს შესაძლოა ჰქონდეთ წვდომა ან დაამუშავონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. FCA US-მა შეიძლება ზოგჯერ დაუშვას თავისი პარტნიორებისთვის წვდომა საერთო სტატისტიკაზე, რომელიც არ მოიცავს პერსონალურ ინფორმაციას. დასაქმება და სამუშაო განაცხადები. რეზიუმეში მითითებული პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამუშაო განაცხადთან ერთად, შეინახება FCA US-ის გლობალურ ბაზაში და გამოიყენება დასაქმების მიმდინარე ან სამომავლო მიზნებისთვის. სერვისების ჩართვა. FCA US გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს და ფუნქციებს თავისი ვებგვერდების და აპლიკაციების საშუალებით. პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია ვებსაიტის ან აპლიკაციის საშუალებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას და/ან გამჟღავნდეს მესამე მხარეებისთვის, რათა მოგვეცეს საშუალება მოგაწოდოთ თქვენთვის ფუნქციონალური სერვისები. საჯარო სივრცეები.ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნებულია FCA US-ის ვებგვერდებზე ან აპლიკაციაში ან მესამე მხარის ვებგვერდების საჯარო სივრცეებში (მაგალითად, Facebook, YouTube, Twitter ან სხვა საიტების მეშვეობით) ჩაითვლება საჯარო ინფორმაციად. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ საჯარო ფორუმებში გამჟღავნებული ინფორმაციის გამოყენებას, როგორიცაა სოციალური მედიის პლატფორმები, ბლოგები, ფორუმები, ჩატის ოთახები და მობილური მოწყობილობების აპლიკაციების ქსელური ფუნქციები. თქვენ თავად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ამ საჯარო ადგილებში ინფორმაციის გამჟღავნებისას, განსაკუთრებით თქვენი მდებარეობის მონაცემების გამჟღავნებისას და ფრთხილად იყავით, როცა აზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. FCA US-ის ვებგვერდებზე ან აპლიკაციების საჯარო სივრცეებში განთავსებული კონტენტი, რჩევების და მოსაზრებების ჩათვლით, წარმოადგენს შეხედულებებს და მათ სისწორეზე და შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს ვინც აქვეყნებს შინაარსს. FCA US არ ამოწმებს მსგავსი ტიპის ინფორმაციას და არ გამოხატავს პოზიციას შინაარსთან დაკავშირებით, შესაბამისად გამოქვეყნებული კონტენტი არ გულისხმობს, რომ FCA US ეთანხმება კონტენტის შინაარსს. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი FCA US-ის ვებგვერდის ან აპლიკაციის კონტენტის შინაარსთან დაკავშირებით გთხოვთ, მოგვწეროთ მითითებულ მისამართზე. ელ.ფოსტა:dprivacy@fcagroup.com. შერწყმა, შესყიდვა და გადახდისუუნარობა. თუ FCA US-მა ოდესმე მიმართა გაკოტრების პროცედურის დაწყებას, ან გადაწყვიტა სხვა კომპანიასთან გაერთიანება, ან კომპანიის გაყიდვა, ასეთ შემთხვევებში შესაძლოა FCA US-ს მოეთხოვოს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება შესაბამის მხარესთან. საკანონმდებლო მოთხოვნები. FCA US-ს შეიძლება მოეთხოვოს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, თუ იგი: (i) თვლის, რომ გონივრულად აუცილებელია სამართლებრივი პროცესის შესრულება (როგორიცაა სასამართლოს ბრძანება, გამოძახება, ჩხრეკის ორდერი და ა.შ.) ან ნებისმიერი სამთავრობო ორგანოს სხვა სამართლებრივი მოთხოვნები, (ii) პოტენციურად შეამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას ფაქტობრივ ან პოტენციური სარჩელის გამოძიებაში, (iii) თუკი შეიქმნება აუცილებლობა უფლებების ან ქონების დასაცავად. ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა არ არის 100% უსაფრთხო. შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ გარანტია მონაცემების დაცულობაზე. ინფორმაციის გაზიარება ხდება თქვენ რისკის ქვეშ. ჩვენ ვცდილობთ გონივრული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი სისტემების უსაფრთხოება, FCA US იყენებს უსაფრთხო სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა დაიცვას თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ასეთი ინფორმაციაზე არ შეიძლება განხორციელდეს წვდომა, გამჟღავნება, შეცვლა ან განადგურება. თუ FCA US შეიტყობს უსაფრთხოების სისტემის დარღვევის შესახებ, ჩვენ ვეცდებით შეგატყობინოთ ელექტრონულად, რათა შეძლოთ შესაბამისი დამცავი ზომების მიღება. ჩვენთვის პერსონალური ინფორმაციის მოწოდებით, ვებსაიტის ან აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ელექტრონული კომუნიკაცია უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და ადმინისტრაციული საკითხების განხილვის მიზნით. FCA US-მა შეიძლება გამოაქვეყნოს შეტყობინება ჩვენს ვებსაიტ(ებ)ზე ან აპლიკაციის საშუალებით, თუ მოხდება უსაფრთხოების დარღვევა. თუ ეს მოხდება, დაგჭირდებათ ვებ ბრაუზერი ან მობილური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნახოთ FCA US ვებსაიტი ან აპლიკაცია. FCA US-მა ასევე შეიძლება გამოგიგზავნოთ შეტყობინება იმ ელ.ფოსტის მისამართზე, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ ან იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, შეიძლება გქონდეთ კანონიერი უფლება, მიიღოთ შეტყობინება უსაფრთხოების დარღვევის შესახებ წერილობით. უსაფრთხოების დარღვევის შესახებ უფასო წერილობითი შეტყობინების მისაღებად (ან ელექტრონული შეტყობინების მიღებაზე თქვენი თანხმობის გასაუქმებლად) უნდა შეგვატყობინოთ dprivacy@fcagroup.com. ჩვენი ვებგვერდები და აპლიკაციები შესაძლოა შეიცავდეს მესამე მხარის ვებგვერდებზე გადასასვლელ ბმულებს, ან შეიძლება იყოს საერთო ბრენდირებები, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ FCA US არ არის პასუხისმგებელი და ვერ აკონტროლებს სხვა ვებგვერდების ან მესამე მხარის კონფიდენციალურობის პრაქტიკას. ჩვენ გირჩევთ სხვა ვებსაიტებზე გადასვლისას და ინფორმაციის გამჟღავნებისას კარგად წაიკითხოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რადგან ის შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი პოლიტიკისგან. ჩვენი ვებსაიტები და აპლიკაციები ასევე შეიძლება შეიქმნას სერვისის პროვაიდერების მიერ ან შეიძლება შეიცავდეს ბმულებს კობრენდირებულ ვებსაიტებზე, რომლებშიც შეიძლება გამოჩნდეს FCA US-ის ლოგო და სავაჭრო ნიშნები, მაგრამ რომლებიც იმართება მესამე მხარის მიერ. ასეთი ვებსაიტები შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული იმით, რომ მათ არ აქვთ ნაჩვენები FCA US (ან FCA US ბრენდის) URL ლინქი, ან შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია მესამე მხარის, როგორც კონკრეტული ვებსაიტის ან აპლიკაციის ჰოსტის იდენტიფიცირების შესახებ. გთხოვთ, წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა კობრენდირებულ ვებსაიტზე, რადგან ის შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენთვის ნაცნობი დებულებისგან. თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა, შესწორება ან წაშლა. დახმარებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ dprivacy@fcagroup.com for assistance. იმის გამო, რომ FCA US მოქმედებს გლობალურად, ჩვენ შეიძლება გადავიტანოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენი გლობალური ოპერაციების ფარგლებში, რათა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, თუმცა ჩვენი ქმედებები ყოველთვის ექვემდებარება მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. კონფიდენციალურობის კანონები განსხვავდება მთელს მსოფლიოში. თუ თქვენ ახორციელებთ საიტზე ვიზიტს კანადიდან, ევროკავშირიდან ან სხვა რეგიონებიდან, სადაც შესაძლოა იყოს აშშ-სგან განსხვავებული კანონმდებლობა ან უფრო მკაცრი, ვიდრე აშშ-ს კანონი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ გადასცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს FCA US-ს შეერთებულ შტატებში. თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდებით თქვენ ეთანხმებით მათ გადაცემას. FCA US შეესაბამება აშშ-ევროკავშირის და აშშ-შვეიცარიის Safe Harbor Frameworks-ს და იცავს Safe Harbor-ის კონფიდენციალურობის პრინციპებს. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.export.gov/safeharbor/. მომავალში ჩვენ შესაძლოა შევიტანოთ ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თქვენს მიერ ამ ვებგვერდის ან აპლიკაციის უწყვეტი გამოყენება კონფიდენციალურობის განცხადებაში ცვლილების შემდეგ წარმოადგენს თანხმობას ახალ კონფიდენციალურობის განცხადებაზე. ჩვენ მოგიწოდებთ პერიოდულად გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე dprivacy@fcagroup.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ რეკვიზიტებზე: FCA Asia Pacific Investment Co. Ltd.
ძალაში შესვლის თარიღი: 2015 წლის 1 ივლისიკონფიდენციალურობის განცხადება
შესავალი
შეგროვებული ინფორმაცია და მისი გამოყენება
პრეფერენციები
არაპერსონალური ინფორმაცია, COOKIES და დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება
როდის შეიძლება FCA US-მა გააზიაროს შეგროვებული ინფორმაცია
უსაფრთხოება
დაკავშირებული მესამე მხარის ვებგვერდები საერთო ბრენდირებული სივრცეები
თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, უარის თქმა, ცვლილებების შეტანა ან პერსონალური ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა
სპეციალური შეტყობინება საერთაშორისო სტუმრებისთვის და მომხმარებლებისთვის
FCA US-ის ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
FCA US-სთან დაკავშირება
2/F, Dawning Center
No.500 Hongbaoshi Road
201103, Shanghai