პერფორმანსი

2023 DODGE CHALLENGER

დაიპყარი ზოლი

ძალაუფლების მწვერვალი

2023 Dodge Challenger გთავაზობთ ხუთ განსხვავებულ ძრავას ექსტრემალური მართვისთვის.

SUPERCHARGED 6.2 ლიტრიანი HEMI®-ის მძლავრი 8 ცილინდრიანი ძრავა


როგორც ყველაზე მძლავრი ძრავა, რომელიც ხელმისაწვდომია Dodge-ის ბრენდისთვის, SUPERCHARGED 6.2 ლიტრიანი HEMI®-ის 8 ცილინდრიანი ძრავა წარდგენას არ საჭიროებს. 797 ცხენის ძალა აქვს Hellcat Redeye მოდელს, ხოლო 807 ცხენის ძალა Challenger SRT® Super Stock და SRT Jailbreak ვერსიას. 

არავის აქვს შანსი

Dodge Challenger Widebody აერთიანებს თავის შეუბრალებელ შესაძლებლობებს და დაუნდობელ პერფორმანსს. იგი თქვენი კონკურენტებისთვის ყველაზე ცუდი ღამის კოშმარია.

უფრო ძლიერი კავშირი 

გაუმჯობესებული მოჭიდების შესაძლებლობით, Widebody მოდელები აღჭურვილია 20x11’’ დისკებით და Pirelli® P Zero® საბურავებით. 

ამაღლდი 

Widebody მოდელები იკავებენ უფრო ფართო პოზიციას და აფართოვებენ გვერდითა თაღებს დისკების და საბურავების დასაფარად.  

გააგრძელე შენი თამაში 

R/T Scat Pack Widebody სტანდარტულად აღჭურვილია წინა ექვს დგუშიანი და უკანა ოთხ დგუშიანი Brembo-ს სამუხრუჭე დისკებით, ასევე ადაპტირებადი დაკიდების სისტემით. 

სიმძლავრის შეჩერება

სპორტული სამუხრუჭე სისტემა 

Challenger SXT სტანდარტულად აღჭურვილია სპორტული სამუხრუჭე სისტემით, 12.6‘’ წინა ვენტილირებადი როტორებით. 

BREMBO ოთხ დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა 

წარმოუდგენელი დამუხრუჭების სიმძლავრე, ოთხდგუშიანი Brembo-ს სამუხრუჭე დისკები, 14.2‘’ (წინა) და 13.8“ (უკანა) ვენტილირებადი როტერები სტანდარტულ აღჭურვაშია Challenger R/T Scat Pack ვერსიისთვის, ხოლო ოპციაა Scat Pack მოდელისთვის. 

BREMBO ექვს დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა 

15.4“ Brembo-ს ორი როტერი ექვსდგუშიანი დისკებით სტანდარტულ აღჭურვაშია Challenger SRT® მოდელებზე, ასევე შედის Widebody პაკეტში ან Dynamic პაკეტში R/T Scat ვერსიისთვის. 

პერფორმანსის მახასიათებლები

SRT® ძრავის გაგრილება

SRT® ძრავის გაგრილების სისტემა ახორციელებს ჰაერის ნაკადის კონდიცირებას შიდა სალონიდან ჩილერის განყოფილებაში, რომელიც შემდეგ მიიმართება თბოგამცვლელებისკენ superchargers-ში. სტანდარტია Challenger SRT® Super Stock, SRT Jailbreak და SRT Hellcat Redeye-ვერსიებისთვის.

დაძვრის კონტროლი

რბოლის დაწყებამდე Line Lock საშუალებას გაძლევთ წინა მუხრუშების გააქტიურებით დააფიქსიროთ წინა საბურავები და გახურების მიზნით გააქტიუროთ მხოლოდ უკანა საბურავები.

LAUNCH ASSIST დამხმარე სისტემა

Launch Assist ააქტიურებს სენსორებს, რომლებიც მუდმივად აკონტროლებს საბურავების ბრუნვის სიჩქარეს. თუ რომელიმე საბურავზე მოჭიდება შემცირდა, ძრავის კონტროლის მოდული ამცირებს დატვირთვას ასეთ საბურავზე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მოჭიდება რელიეფის სავალ ზედაპირთან.

LAUNCH CONTROL

მაქსიმალური აჩქარებისთვის, LAUNCH CONTROL ამუშავებს ძრავას საჭირო დატვირთვით და ელოდება სანამ მძღოლი გაათავისუფლებს მუხრუჭის სატერფულს, სისტემა იყენებს ბრუნების გადანაწილების პრინციპს საბურავის მოსრიალების თავიდან ასაცილებლად.

სარბოლო მზადყოფნა

იყავი მზად რბოლისთვის ნებისმიერ დროს, სისტემა მუდმივად ახდენს ძრავის ვენტილაციას და აგრილებს მას გამორთულ მდგომარეობაშიც. ტემპერატურის კონტროლი შეგიძლიათ მულტიმედია მონიტორის SRT® Performance გვერდის მეშვეობით.

დიდი მისწრაფებები

Dodge Challenger 1320 არის ყველაზე სწრაფი muscle car მეოთხედი მილის დაფარვის შედეგებითა.

TRANS brake 

Trans Brake ბლოკავს TorqueFlite® რვა სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის გამომავალ ლილვს, რათა ავტომობილი დაძვრამდე იყოს სტატიკურ პოზიციაში, ეს საშუალებას აძლევს მძღოლს გაზარდოს ძრავზე დატვირთვა უფრო სხარტი სტარტისთვის. 

პერფორმანსი 

გადაცემის, მოჭიდების, დაკიდების სისტემის და საჭის პარამეტრების რეგულირებით აღნიშნული რეჟიმი ოპტიმალურია დრაგ რეისინგისთვის. სტარტზე გაუმჯობესებული მოჭიდების მიზნით დაკიდების სისტემა მაქსიმალურად ანაწილებს წონას უკანა საბურავებზე. 

დრაგის საბურავები 

დრაგის მოყვარულთათვის 2023 Challenger 1320-ისთვის საუკეთესოა 275/40R20 Nexen street-legal Drag radial საბურავები. 

SRT® მართვის რეჟიმები

სტანდარტია R/T Scat Pack და SRT® მოდელებისთვის, SRT-ს მართვის რეჟიმები მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეცვალოს პარამეტრები და გახადოს ისინი უფრო პერსონალიზირებული.

ტრეკის რეჟიმი 

Track Mode ააქტიურებს სიჩქარის გადამრთველებს, არეგულირებს გადაცემათა კოლოფის, მოჭიდების, საჭის და დაკიდების სისტემის პარამეტრებს. 

სპორტული რეჟიმი  

ქუჩის პერფორმანსის მოყვარულთათვის სპორტული რეჟიმი ააქტიურებს სიჩქარის გადამრთველებს და აკონფიგურირებს ტრანსმისიის და საჭის პარამეტრებს. 

ინდივიდუალური რეჟიმი 

შეცვალეთ პერფორმანსის პარამეტრები თქვენს 2023 Dodge Challenger-ში, ტრანსმისიიდან დაწყებული დაკიდების სისტემით დამთავრებული, შეგიძლიათ მოირგოთ მართვის პარამეტრები სურვილისამებრ. 

AUTO რეჟიმი 

AUTO რეჟიმი არის სტანდარტული მართვის პირობებისთვის, სადაც მოჭიდება და გადაცემათა კოლოფი იმუშავებს სტანდარტულად, ნორმალურ პირობებში.  

ECO & VALET MODE 

Eco Mode is capable of modifying vehicle settings to increase your fuel economy on a daily drive. Valet Mode protects your vehicle settings from unauthorized modification when your keys aren’t in your hands.  

ერთადერთი და განუმეორებელი

Dodge Challenger SXT არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი კუნთიანი კუპე, რომელიც ხელმისაწვდომია აგრეთვე სრული ამძრაობით.

წინა ღერძის გათიშვა


2023 Dodge Challenger-ს შეუძლია ამოიცნოს გზის მდგომარეობა, მართვის რეჟიმი და გარე ტემპერატურა, რათა დაადგინოს თუ როდის უნდა გაააქტიუროს AWD ამძრაობა ან გამოირთოს წინა ხიდი და გააგრძელოს მოძრაობა მხოლოდ RWD რეჟიმით.

ავტომობილის დინამიურობის კონტროლი


VDC ტექნოლოგია ანაწილებს ბრუნებს საბურავებზე. სპორტული რეჟიმით მართვისას, VDC მუშაობს ნაკლებად აგრესიული სტაბილურიბის კონტროლის პარამეტრებით, ამავდროულად ინარჩუნებს AWD-ს მობილურობას და დინამიური სტაბილურობის კონტროლის უსაფრთხოებას.

გადართვა მაღალ გადაცემაზე

ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი 

ტრადიციული სტილის მართვისთვის, TREMEC®-ის ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სტანდარტულ აღჭურვაშია 8 ცილინდრიანი ძრავის მქონე 2023 წლის Dodge Challenger-ისთვის. 

TORQUEFLITE® რვა სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი 

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ და ცვალოთ სიჩქარეები საჭის უკან განლაგებული სიჩქარეების გადამრთველებით ან ტრადიციული სიჩქარეების გადამრთველი ღერძის მეშვეობით.